სიამო-ვნება


სიამო-ვნება




ხო აზრზე ხართ, ყველაფერი პირამიდის პრინციპით მუშაობს ამ დედამოტყნულ ცხოვრებაში, ერთი ნაშა გაგემაზება და ყველაფერი ტრაკში მიდის, შენხელა ტიპები გეღადავებიან, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან ქალთან, მერე ეს ბაზარი გოგოების ყურამდე აღწევს და საერთოდ გიქრება ვინმეს მოტყვნის შანსი. ხო, მაგრად გავიშარე. უკანასკნელი თოთხმეტი წლის ტიპი ვარ მთელ უბანში, თუ მთელ ქალაქში არა, ვისაც ქალი ჯერ არ მოუტყნია. ბიჭები მეუბნებიან, დინოზავრი ხარო, მუტლის გარეშე დაბერდებიო. ვცადე ერთი-ორთან მას მერე და არაფერი გამოვიდა. ორი ვარიანტია, ან ვინმე ძაან თესლი გოგო უნდა ვითრიო, ან აქ ვინმეს დედა უნდა მოვუტყნა, რო ეს ყველაფერი მორჩეს. უკვე გარეთ გასვლა მეზიზღება.

ვგდივარ სახლში და ტელევიზორს ვუყურებ. თან ვფიქრობ, რა მეშველება. ხო არ გავისროკები იმის გამო, რო ეს უქალობა გავიპრავო. პიზდეცი მჭირს, მოკლედ. რა ყლე უნდა ვქნა?

ვყლეპროჭაობ. სკოლას ვმაზავ და ქალაქში ვბოდიალობ. რაღაცას ვეძებ და მე თვითონაც არ ვიცი, რას. როცა იმ ყლეებისგან შორს ვარ, თავს უკეთესად ვგრძნობ, ეგ ფაიზაღია. ხოდა დავდივარ მეც, სკოლაში რა უნდა ვაკეთო, ყველა საგანი ყლეზე მკიდია. ჩემგან მაინც არ გამოვა პროფესორი. მაგის მამაჩემსაც არ სჯერა, მაგიტომაც დამათრევს ხან მატორისტთან, ხან პარიკმახერთან, რაღაც კურსებზე.

მორცხვი არ ვარ, ნებისმიერ გამვლელს თავისუფლად ვეკონტაქტები, პრობლემა არ მაქვს მაგის. პროსტა, ქალებთან მენძრევა. გოგო როგორც კი შემომხედავს, თითქოს ვიღაც ენაზე შიგნიდან ლოდს მკიდებს, რომელსაც ვერ ვძრავ, რაც არ უნდა მოვინდომო. თითქოს ვიღაც ყვერებში წიხლს მირტყამს და ტკივილი უნდა შევიკავო. ხმას ვერ ვიღებ.

დავდივარ. დავდივარ. დავდივარ. არ მთავრდება ეს სიარული. დრო იქამდე მაქვს, სანამ ჩემები გაიგებენ, რო სკოლაში არ დავდივარ. მერე სახლში გამომამწყვდევენ და ჩემ ყლეს ვივლი სადმე.

ერთხელაც, ბევრი ბოდიალის შემდეგ, ავტობუსით სახლში ვბრუნდებოდი. ვიჯექი ჩემთვის, ფიქრებში გართული. ბებო წამომადგა თავზე. უეჭველი დაჯდომა უნდოდა. ავდექი და დავუთმე. მადლობაო და ჩამოჯდა. ლოცვა დამიწყო, ჯანმრთელობა გამრავლება და ათასი რამე. გულში ვფიქრობ, ბებო-ჯან, ისეთი ჯანმრთელი ვარ, მამაჩემის თქმისა არ იყოს, ხარს რო შევცე, დავაბღავლებ, რამე სექსუალური მისურვე-მეთქი. მარა მაგ ასაკში ალბათ ეგეთები არც კი მოსდით აზრად. აბა, მე მკითხეთ, მუტლის გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ.

ერთ წერტილში მიშტერებული ვიდექი. არაფერს კონკრეტულს არ ვუყურებდი, უბრალოდ, ქვემოთ ვიხედებოდი. მთელი სამყარო ვნე ფოკუსა იყო. რაღაც ნახევრად გამჭვირვალე ყლეობა რო ეფარება ყველაფერს, გეცოდინებათ. ამ დროს ავტობუსმა წაატორმუზა და მეც აზრზე მოსვლა დავიწყე, ფოკუსი მისწორდებოდა. შევამჩნიე, რო წეღან რომელ სკამზეც ვიჯექი, უკან რაღაც ტექსტი ეწერა. ქართული არ იყო. გერმანული ან ბელგიური ან რამე ეგეთი იქნებოდა. ტექსტს ციფრები მოსდევდა. უეჭველი მობილურის ნომერი იყო. ტელეფონი ამოვიღე და ფოტო გადავუღე.

რამდენიმე წუთში უკვე სახლში ვიყავი და „გუგლ თრანსლეითით“ ტექსტის გადათარგმნაზე ვჩალიჩობდი. როგორც იქნა, ვთარგმნე. თარგმნილმა ტექსტმა გამომაყლევა, ცვეტში. ვიღაც, ორ ქალთან ერთდროულად სექსის მსურველებს ეპატიჟებოდა. ავკანკალდი. სანამ ტელეფონს ავიღებდი და ნომერზე დავრეკავდი, სამჯერ მაინც დავანძრიე. რა აღარ წარმოვიდგინე. ჩემს ფანტაზიებში რო ჩაგახედათ, პორნოს ზედაც არ მიაფურთხებდით. სასწაულები ტრიალებს ამ პატარა და ერთი შეხედვით ცარიელ თავში. თან, დიდი შანსი იყო, რო ეს ამბავი ტრუხა ბაზარი აღმოჩენილიყო და დარეკვის მერე მაგრად დამვარდნოდა. ვიცი მე ეგ ისტორიები. ეგეთ განცხადებებს ბიჭები აკრავენ და ვინმე ისეთი ტიპის ნომერს უთითებენ, ვინც არ ევასებათ.

მაინც უნდა მეცადა.

ნძრევას რო მოვრჩი, დავრეკე. გოგომ მიპასუხა. ძალიან გამიხარდა. საკაიფო დასაწყისი იყო.

- გისმენთ?

- გამარჯობა...

- გამარჯობა, გისმენთ.

გათიშვა დავაპირე, თუმცა რაღაც ძალამ არ მოცმა უფლება.

- თქვენი ნომერი ვნახე.

- ჩემი ნომერი?

- ხო..

- სად ნახე ჩემი ნომერი?

- ყურმილიდან სხვა ადამიანის ხმა მომესმა.

- ვინ არის? - კითხულობდა ხმა.

- არავინ. მგონი ვიღაცას შეეშალა.

- არავის არ შეეშალა, ჩემთან არიან, მომეცი ყურმილი.

გოგოს ვიღაც მეორე გოგომ გამოართვა ყურმილი.

- გამარჯობა.

- გამარჯობა..

- სად ნახე ნომერი?

- ავტობუსში.

- ჰო, მე დავტოვე. კარგია, რო დარეკე. რა გქვია?

- რომა.

- რომა?

- ხო.

- ანუ, რომეო ხარ? - თქვა მან და გაიცინა.

- შეიძლება ითქვას. შენ რა გქვია?

- მე ჯულიეტა... - თქვა მან და უფრო ხმამაღლა გაიცინა. ჯერ გაცნობილი არ მყავდა და უკვე მეღადავებოდა ეს ჩემისა. მოკლედ ვიღაც უნდა დავჭრა, თორე ასე ცხოვრება არ გამოვა.

- მოხვალ ჩვენთან? - მკითხა მან.

მისამართი ჩავიწერე და გავქანდი. გზაში ლუდიც მივეცი, მეტი სითამამისთვის. მალე ვთვრები იდეაში, ერთი ბოთლიც მეყო ცოტა გასათამამებლად. შამპანურიც გავიყოლე ყოველი შემთხვევისთვის, ქალები ნასვამზე უფრო ადვილად იძლევიანო, გაგონილი მქონდა.

ხრუშოვკაში გავეძრე. შუა კარი იყო, ანუ ერთოთახიანში ცხოვრობდა. ზარი დავრეკე. კარი ოდნავ გაიღო და გოგოს თავი გამოჩნდა. ლამაზი არ იყო, მარა ლამაზს ვინ ჩიოდა, უქალოდ სიკვდილს ყველაფერი მერჩივნა.

- შენ ხარ? - მკითხა მან.

- ხო.

- კაი ტიპი ხარ, შემო.

კარს ისე აღებს, რომ კარს უკან ექცევა. თავს ვხრი და ოთახში მორცხვად შევდივარ. ჩემ უკან კარი იკეტება. მე ვტრიალდები და ვამბობ, უფრო სწორად, ვაპირებ თქმას.

- შამპანური მოვ.... ვახ, შენი დედას შევეცი....

ხო აზრზე ხართ, რაღაც ვიდეო პრიკოლის მაგვარში გავიჩითე. „ტიპი ქალის მოსატყნავად მივიდა და რაც შემდეგ მოხდა, ყველას შოკში ჩაგაგდებთ!!!“ - ეს სათაური მომიხდებოდა. ან, სულაც, ის, მეორე: „სასწაულია, გააზიარეთ!“

ჩემ წინ სიამის ტყუპები იდგა. თუ იდგნენ? ეგეც არ ვიცი, რომელი უფრო სწორია. ჩემი წამოძახილი არ გაკვირვებიათ გოგოებს. არცერთს. ცოტა აზრზე მოსვლა მაცადეს. ეს აშკარად იმას ნიშნავდა, რომ თუ წასვლა მინდოდა, შემეძლო, წავსულიყავი.

არ წავედი. მე თვითონაც არ ვიცი, რატო. ისიც არ ვიცი, რატო უნდა წავსულიყავი. ან რატო არ უნდა წავსულიყავი. როცა არავინ მოგიტყნავს, შენ მაგივრად შენი ყლე ფიქრობს. ან ასაკი. ან ვიღაც სექსის დემონი, რომელიც შენში შემოსახლებულა.

სავარძელი დავინახე, რომელიც აშკარად ჩემთვის იყო განკუთვნილი. მივედი და დავჯექი.

- ყავა გინდა? - მკითხა ერთ-ერთმა.

- წყალი მირჩევნია - ვთქვი მე. მას გაეცინა და წყლის მოსატანად წავიდა.

წყალი დავლიე და ცოტა აზრზე მოვედი. ორივე ჩემ წინ იჯდა და მიყურებდნენ. უფრო სწორად, ერთი იჯდა და ორნი მიყურებდნენ, ტანი ერთი ჰქონდათ. წელს ზემოთ ორდებოდნენ. ინგლისურ ასოს გავდნენ, მათემატიკის გაკვეთილებზეც რო ეძრობა ხოლმე, იმას. ოღონდ იქსს კი არა, მეორეს. Y-ს. ეგეთი არაფერი მენახა ცხოვრებაში.

ცოტა ხანში ძალა მოვიკრიბე და ვიკითხე, - მე ვის ველაპარაკე?

- მე. - მითხრა მარჯვენა მათგანმა. მარცხენა მათგანი ცოტა უხასიათოდ ჩანდა. აშკარად არ დავევასე. მამენტ, მეც არ მომწონდა დიდად, არც ეგ და არც ეს მარჯვენა. არცერთი. უბრალოდ შოკში ვიყავი.

- ორ ქალთან სექსში ამას გულისხმობდით?

- ეგ ამ იდიოტმა მოიტყუა. - თქვა მარცხენამ. - ასე რომ, ორი ქალი გამორიცხე. ვაგინალური სექსიც გამორიცხე. პირში რაც უნდა ის ჩაუდია, ეგ მკიდია.

- რა თქვი? - მიუბრუნდა მარჯვენა.

- რაც გაიგე.

- შენ თქვი, ვაგინალური სექსი გამორიცხეო?

- დიახაც.

- მე აქ არაფრად მაგდებ? ეგ ვაგინა ჩემიცაა და უფლება მაქვს, გამოვიყენო ისე, როგორც მე მინდა.

ღმერთო, ჩემ წინ ორი ერთმანეთზე მიკერებული ადამიანი ჩხუბობდა. ერთს ჩემთან სექსი უნდოდა, მეორე ნებას არ რთავდა. გადავწყვიტე, ერთ-ერთის უფლებები დამეცვა, ხვდებით ალბათ, რომლისაც.

- მე მგონი, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ის გააკეთოს, რაც უნდა. - ვთქვი მე.

- მოკეტე, ყლეო... - მითხრა მარცხენამ. მაშინვე გავჩუმდი. სტუმრად ვიყავი მაინც. გადავწყვიტე, ბევრი არ გამეტრაკებინა. ერთმანეთში ჩხუბი გააგრძელეს.

- მე შენ გაგაფრთხილე, შეგიძლია პირს რაც გინდა, ის უქნა, მაგრამ ვაგინას ჩემი თანხმობის გარეშე თითი არ დაედოს, გასაგებია? - თქვა მარცხენამ.

- მე ვიცი, შენ რაც გაწუხებს. ბოღმა ხარ და მეტი არაფერი.

- არაფერიც არ იცი.

- ვიცი.

ყურადღებად ვიქეცი, ძალიან საინტერესო იყო, რა აწუხებდა მარცხენას და რატო არ აძლევდა მუტლის თავის ნებაზე გამოყენების საშუალებას... კი არა და, შოკში ვიყავი, მართლა. ვუსმენდი.

- შენ ის გაწუხებს, რომ ვერ ათავებ. ანორგაზმია გჭირს და მაგის გამო ჩემი გშურს. ვერ იტან, რო მე მაგრად ვათავებ. - განაგრძო მარჯვენამ.

- ვერ ვათავებ იმის გამო, რომ შენ ძირითადად ესეთ ყლეებს ირჩევ მისაცემად. ამასთან როგორ უნდა გაათავო, არ მესმის. ნებისმიერ ყლესთან შეგიძლია ტყნაური, სუფთა ბოზი ხარ.

ახლაღა შევამჩნიე, რომ მარჯვენას ამოღებული ეცვა. ძუძუები ვაბშე არ ჰქონდა. მარტო კერტები.

ამ შუა ჩხუბში მარჯვენა მომიბრუნდა და თვალით მანიშნა, შამპანური გახსენიო. დავემორჩილე. გახსნილი ბოთლი გამომართვა და იქვე მდგარ ჭიქებში ჩამოასხა. თავისთვის და ჩემთვის. ორივემ დავლიეთ. მათ ჩხუბი გააგრძელეს.

- ჯერ ერთი, ბოზი თავი გაბია და მეორეც, რაც შეეხება ვაგინას, შენ გგონია, არ ვიცი რეებსაც ჩალიჩობ, როცა მე მძინავს?

- მე?

- ხო, შენ. ხან რას ითხრი და ხან რას.

- ეგ ყველაფერი შენი სიზმრებია, მე არაფერს არ ვითხრი.

- ითხრი, თანაც ჩემთან შეთანხმების გარეშე, ამიტომ დღეს ნება იბოძე და ერთი სექსი აიტანე!

- არა! შეგიძლია, ანალური გასასვლელი გამოიყენო, ვაგინას პრინციპულად არ მივცემ ამ ყლე ბავშვს.

- ანუ სხვა ვინმეს მისცემ?

- არა, არავის არ მივცემ, არ მაქვს ამ ეტაპზე მაგის სურვილი.

- და მე რა დავაშავე? - იყვირა მარჯვენამ და თმებში სწვდა თითქმის თავის თავს. ორივე ლოგინზე გაგორდნენ და ერთმანეთის თმების ჩეჩვას შეჰყვნენ. პიზდეცი სანახავი იყო. აქეთ-იქით ვიყურებოდი, კამერას ვეძებდი, რამე შოუში ხო არ მოვხვდი-მეთქი, ვფიქრობდი. არა, ეს ცვეტში ხდებოდა.

მივუახლოვდი და გაშველება დავუწყე. ორივე წამოვაყენე და მათ შორის ჩადგომა ვცადე, მარა არ გამომდიოდა. მათ შუაში ვერ გაივლიდი, მენჯებთან ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულები. ნელ-ნელა დაშოშმინდნენ კიდეც. გაწევ-გამოწევაში მეც მომხვდა ერთი ორი. ფრჩხილები გამკრეს. ხელები დაკაწრული მქონდა. ეგ ამბავი გამისწორდა კიდეც. ეგრევე ის წარმოვიდგინე, როგორი სიამაყით ვაბირჟავებ ჩემი უბნის ყლეთა ჯოგთან, როგორ მეკითხებიან, ხელზე რა გჭირსო, და როგორ ვეუბნები, რო ნაშამ დამკაწრა. წარმოვიდგინე, მერე როგორ ბაზრდება რო მე, ამ თოთხმეტი წლის ნაბიჭვარს უკვე ნაშები მკაწრავენ. ბოლოს ამ ყველაფერს გოგოებიც იგებენ და ჩემი ცხოვრება ცხოვრებას ემსგავსება. აი, რა ცოტა მინდა. სულ რაღაც ერთი ტილიანი ნაკაწრი და სტარი ვარ.

სამივე ჩუმად ვსხედვართ. ხმას არცერთი არ ვიღებთ. მე სასმელს ვუსხამ მარჯვენას. ვცდილობ, მარცხენას არ ვუყურო. მისი სიძულვილის მზერას ვგრძნობ. უნდა, რო წავიდე. ძალიან ცდება თუ ჰგონია, რომ აქედან ასე მარტივად წავალ. ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე, ქალის მოტყვნის ასეთი რეალური შანსი პირველად გამეძრო. ასე რომ, ბოდიში, დაიკო.

- გაიხადე. - მეუბნება მარჯვენა. მარცხენა ამაზე თვალებს ჭყიტავს. ეგონა, ეს თმების ჩეჩვის თემა მაგან მოიგო, მარა შემცდარა.

- გაიხადე და მოდი, ამას ნუ აქცევ ყურადღებას. - ამბობს მარჯვენა.

- შანსი არ გაქვთ, არ მოგცემთ მაგის საშუალებას. - ამბობს მარცხენა.

- მაგასაც ვნახავთ. - ამბობს მარჯვენა და თვალებით მანიშნებს, გავიხადო.

მე შარვალს ვიხდი და ტრუსიკით ვჯდები საწოლზე, მის გვერდით. ჩემს ხელს იღებს და თავის ძუძუზე იდებს. ძუძუზე ნაკლებად, უფრო - გულ-მკერდზე. მე ვეფერები. ვცდილობ დავუზილო. მინახავს, ეს როგორ კეთდება.

- თუ კოცნა გინდა, შენ თვითონ უნდა მოიწიო, ის არ გამომიშვებს, რომ მე მოვიწიო შენ საკოცნელად. - მეუბნება მარჯვენა.

კარგი. მე მისკენ ვიწევი და ტუჩებში კოცნას ვცდილობ. თუმცა მისი სახე მშორდება და მარცხენა მათგანის სიცილი მესმის. გამოდის რომ მარცხენამ ტანი გაწია და მარჯვენას ტანიც გაიყოლა, რო ერთმანეთისთვის არ გვეკოცნა.

- მაგარი ნაბიჭვარი ხარ, დაო. დაგიმახსოვრებ ამ დღეს. - ეუბნება მარჯვენა.

ამჯერად ვახერხებ მის კოცნას. ჯერ ტუჩებში, მერე მკერდზე. უკვე კაი ხნის ამდგარი მაქვს. ვხურდებით. ასწორებს. ხელით ყლეზე მეფერება, ვცდილობ, მოვიშორო, მასე ხო ორ წამში გავათავებ, ხო არ ღადაობს ეს ჩემისა?! ის თითქოს ხვდება, რატომაც გავწიე მისი ხელი. ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადადის. ხელებს შარვლის ღილზე იკიდებს და მის გახსნას ცდილობს. ამ დროს, ხელებში მარცხენა მათგანი ეტაკება.

- ოპ, ოპ, აი, ეგ უკვე აღარ შეიძლება, ხო გითხარით, არა-თქო?!

- ხელები გაწიე, ახლავე. - მკაცრად ეუბნება მარჯვენა. ერთმანეთს ეჯაჯგურებიან. მარჯვენა შარვლის ჩახდას ცდილობს, მარცხენა შარვალს იჭერს, რომ მარჯვენამ არ ჩაიხადოს. ერთი დაბლა ექაჩება, მეორე მაღლა. მე ტრუსიკჩახდილი ვდგავარ, ამდგარი მაქვს და არ ვიცი, რა გავაკეთო. ისეთი ერექცია მაქვს, ეს შოკიც კი ვერაფერს აკლებს. მოულოდნელად მარჯვენა ტრიალდება და მიყვირის.

- მომეხმარე, რას დაყუდებულხარ.

მე შარვალს ხელებს ვტაცებ და ქვემოთ ვექაჩები, თუმცა მარცხენას მაინც ვერ ვერევით. ნუ, შარვალი ოდნავ კი ჩამოდის, ტრაკის ღარიც კი გამოუჩნდა, მაგრამ ტრაკის ღარი ვის რა ფეხებად უნდა, ტრაკის ღარში ხო არ შევუდებ. უნდა გავხადოთ მარცხენას, სხვა გზა არაა.

ამ ჭიდაობაში რაღაც ბრახუნის ხმა მესმის. მარცხენა მოცელილივით ეცემა და შუბლიდან სისხლი სდის. მარჯვენას ვუყურებ, ხელში სასანთლე უჭირავს. სასანთლეს ხელიდან აგდებს და მეუბნება, - მოდი, სწრაფად, სანამ გამოფხიზლდება.

- მოიცა, ამაზე რო გიჩივლოს...

- ღადაობ? თვითონაც ხო წამომყვება ციხეში, რამე რო მომისაჯონ, დაიკიდე ეგ და მოდი ჩემთან, სწრაფად.

მივდივარ. ის წვება. მე შარვალს ვხდი და ზედ ვაწვები. ის ჩემ ყლეს იღებს და შიგნით იდებს.

- ნელა იმოძრავე, კარგი? მე ნელა მიყვარს.

ნელა კი ვმოძრაობ, მარა სპერმა უკვე გასხმის სტადიაშია. ვჟიმაობ. ვიცი, მალე გავათავებ და ამიტომ მინდა, ყველაფერი კარგად დავიმახსოვრო, ყოველი მოძრაობა, სუნი, ხმა, რაც გარშემო ისმის, მთელი ატმოსფერო. ორგაზმს ძალიან ვუახლოვდები.

- ვათავებ... - ვეუბნები მე.

- კარგი, შიგნით არ ქნა ოღონდ. - მეუბნება ის. პირს ვაღებ, არა-მეთქი, რომ ვუთხრა და მოულოდნელად ვიღაც მარცხნიდან თმებში მწვდება. ვახ, საშინლად მტკივნეულია თმების წიწკვნა სექსის დროს. მარცხენა აშკარად გონზე მოვიდა და ორივეს დაგვერია.

აუფ, თითო ყლეობა არ მელევა. ამ გაწამაწიაში ისე მოხდა, რომ შიგნით გავუთავე. როცა ამას მიხვდნენ, ორივე ცოტა ხნით დადუმდა. მეც ვდუმდი. თან ტანსაცმელს ვიცვამდი. სიჩუმე მარცხენამ დაარღვია.

- მე ამ ბავშვს შევინარჩუნებ.

- გაგიჟდი? ამ ყლისგან გინდა ბავშვი იყოლიო?

- კი, მინდა ბავშვი მყავდეს. თუნდაც ამ ყლისგან.

ცოტა ხნით ისევ სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ მარჯვენამ თქვა.

- მე არ მინდა ბავშვი, მაგრამ შეგვიძლია, ასე მოვიქცეთ. თუ შენ გაგეზარდა მუცელი, გააჩენ, თუ მე გამეზარდა, მოვიშორებ. გაწყობს?

მარცხენამ არაფერი უპასუხა.

- თუ ბიჭები იქნებიან, მე შევურჩევ სახელს, თუ გოგოები, შენ. თუ ბიჭი და გოგო - ბიჭს მე შევურჩევ, გოგოს შენ. გაწყობს?

მარცხენამ ისევ არაფერი თქვა. სამაგიეროდ მე ვთქვი.

- ეგ როგორ გავიგო? ორივე თითო ბავშვს გააჩენთ? თუ ტყუპებს გააჩენს რომელიმე, თუ... რა ბაზარია ვაბშე?

ორივემ მე გამომხედა. მარჯვენას ვეცოდებოდი, მარცხენას ეცინებოდა.

- ჩვენ ეგეთი გენეტიკა გვაქვს, მხოლოდ სიამის ტყუპებს ვაჩენთ. - თქვა მარჯვენამ და თვალით კედლისკენ მიმანიშნა. მე კედელს გავხედე და ახლაღა შევნიშნე, ზუსტად ამათი მსგავსი სიამის ტყუპი დედაბრების გადიდებული ფოტო, რომელიც სავარაუდოდ ამათი ბებია უნდა ყოფილიყო.

მოკლედ, ეგ თემა იყო. მე მქონდა სექსი, მაგრამ ამაზე ვერ ვიბაზრებ უბანში. ვერც სკოლაში. ხო აზრზე ხარ, ყველაფერი პირამიდის პრინციპით მუშაობს ამ დედამოტყნულ ცხოვრებაში...

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE