აღმოსავლეთის ტაძარი
ადრე ყველა ძველ ტაძარს ჰქონდა საკუთარი აბანო. შემდეგ წავედით სოფელ არადეთში, ქარელის რაიონია, ცოტა შორსაა, 100კმ თბილისიდან. ვნახეთ მარტო მინდვრები, თუმცა გზაზე ხალხი ამბობდა, იქით არისო.
ვერაფერი ვიპოვეთ, მხოლოდ მინდვრები იყო, ძროხები და მათთან ერთად პატარა ძაღლი.
შემდეგ ერთი გლეხი კაცი ჩაგვიჯდა მანქანაში, ყოველდღე იქ მივდივართ პურის საჭმელადო.
გამიკვირდა, იქ რატომ ჭამენ პურს, იმ ცარიელ ადგილას, თუმცა, ლამაზი ადგილია.
მივედით, ისევ მინდვრები, სხვა არაფერი. ერთი გატეხილი ქვევრი იდო და რაღაც ქვა.
აი, ეს არის, აქ მოვდივართ ხოლმე საჭმელადო. ტაძრები სად არის მეთქი და აღარ არის, ადრე იყოო.
ამ გლეხი კაცის ამხანაგებმა ჭაობში პატარა თევზები დაიჭირეს, შეწვეს, თქვენც მოდითო, გვპატიჟებდნენ. არ გავჩერდით და წამოვედით. ვერ მოვისვენე, გზაში ქალები შეგვხვდნენ, იმათაც ვკითხე.
მაშინ სკოლაში დავდიოდი და ძალიან ადრე იყო ეგო. ტაძარი სად არის მეთქი?
ისევ მიწამ დაფარა, არავინ მიაქციაო ყურადღება. აი, ასეთი მოულოდნელობა დაგვატყდა თავს. ცეცხლის კვალი ჩანდა, ეტყობა - საკურთხევლის. გარეთ პატარა ეზო იყო.
ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატის სამახსოვრო
როცა ქუჩაში მოვდივარ და ვხედავ, რომ მორბის 11-12 წლის გოგონა, ის კი არ მორბის, აუცილებლად მოხტის.
როცა ვინმე ცდილობს, ვთქვათ, შეცვალოს ცეკვა შაბათით, ეს დაუსჯელად არ ჩაუვლის. შაბათობა უნდა მოვაწყოთ ერთი საათით, ცეკვა კი ორი საათით.
ბევრ ქარხანაში ვყოფილვარ და ჩემთვის ახალგაზრდობას შემოუჩივლია: “ცეკვას გვიკრძალავენ. ახლა არ მინდა ცეკვა, მაგრამ ხანდახან მაინც..."
როცა ქუჩაში მოვდივარ და ვხედავ, რომ მორბის 11-12 წლის გოგონა, ის კი არ მორბის, აუცილებლად მოხტის.
გაჩნდა საყვედურები, რომ ჩვენი ახალგაზრდობა უფრო თავშეუკავებელია სქესობრივი თვალსაზრისით, ვიდრე ეს წინათ იყო. მართლაც, თუ ახალგაზრდობა მეტწილად სიამოვნებას მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებში ეძებს, ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდობას მეტისმეტად ვღლით, ეს ნიშნავს, რომ იგი უკვე დაიღალა, რომ გონებრივი გადაღლა აიძულებს მას, დაისვენოს გონების მუშაობისგან.
როცა ქუჩაში მოვდივარ და ვხედავ, რომ მორბის 11-12 წლის გოგონა, ის კი არ მორბის, აუცილებლად მოხტის.
თითქოს შეიძლებოდეს ათჯერ შეირთო ცოლი და ათჯერ მიატოვო. კიდევ არა უშავს რა, თუ ხდება ასე: "დავშორდით, როგორც ზღვაში ხომალდნი". მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ერთი მიდის, მეორე კი - იტანჯება... როცა კაცი ფიქრობს: "დღეს შევირთავ, ხვალ გავეყრები", ამას ეწოდება წვრილბურჟუაზიული ინდივიდუალიზმი.
როცა ქუჩაში მოვდივარ და ვხედავ, რომ მორბის 11-12 წლის გოგონა, ის კი არ მორბის, აუცილებლად მოხტის.
რას ნიშნავს იყო შემოქმედი? რა განსხვავებაა ხელოსანსა და შემოქმედს შორის? ისეთივე, როგორც მხატვარსა და უბრალო ფერმწერს შორის. აიღეთ, მაგალითად, ეს დახატული ხატები. ყველა ერთმანეთს ჰგავს, ვერც ერთ ხატზე ვერ ნახავთ ცოცხალ სახეს...
როცა ქუჩაში მოვდივარ და ვხედავ, რომ მორბის 11-12 წლის გოგონა, ის კი არ მორბის, აუცილებლად მოხტის.
კონდიციონერი
გადართვა,
საჭირო დაფიქსირება
ტემპერატურის რეჟიმი,
რათა ხელი შეუწყოს კეთილდღეობას
და დასვენებას თქვენს სახლში.
შეხედე, თუ სად დგას იგი.
დაინახო კონდიციონერი.
გააკონტროლო სიტუაცია, რომელიც
ხდება სახიფათოდ ფეთქებადი.
ნებისმიერი პრობლემა კონდიციონერის მუშაობაში,
განადგურებული,
გატეხილი კონდიციონერი - ეს არის პრობლემების ნიშანი,
კინკლაობების, დაბრკოლებების საქმეებში.
ბალერინა
გიმნასტი გინეკოლოგია
მბრუნავი
მბრუნავი კუნთი
ბრუნვა წრეში
მბრუნავი კარი
მორევი ვიბრაციული აბაზანა
ნაწილი განაყოფი გაყოფილი
კანტონებად მიეცით
ჩანაწერი სოფელი დასახლება
კოლონია საალყო პარკი
მშვენიერი ხედი რომელიც უნდა გაიხრწნას
გაუმართაობა შეფერხება
მბრუნავი
სპირალზე ბრუნვა
პროპელერი ქაფურით გაჟღენთილი.
რომელი დავლიო?
შოთა იათაშვილს
თუ მე ვფიქრობ, რომელი დავლიო: "ბორჯომი" თუ "საირმე", როცა ვიცი, რომ "ბორჯომი" მიყვარს, მაგრამ არ მიხდება, ხოლო "საირმე" მიხდება, მაგრამ არ მიყვარს, ასეთ შემთხვევაში თავისთავად იგულისხმება, რომ ჩემს ხელთაა როგორც "ბორჯომი", ისე "საირმე".
თუ მე ერთ-ერთი არა მაქვს, არჩევანიც გამორიცხულია.
მაშასადამე, უნდა არსებობდეს მოქმედების თავისუფლება, რომ ვილაპარაკოთ არჩევანის თავისუფლებაზე.
მაგრამ სადაც არაა მოქმედების თავისუფლება, იქ არჩევანის თავისუფლება კი არ ირღვევა, არამედ არჩევანი კარგავს ყოველგვარ აზრს.
როგორი იქნებოდა არჩევანი, მოტივები ერთნაირი ძალის რომ იყვნენ? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არჩევანი შეუძლებელია.
არჩევანის თავისუფლებას ხელს უშლის მოფიქრების დროის უქონლობაც.
არჩევანის თავისუფლებას ბევრად უშლის ხელს მოულოდნელი და ძლიერი აღგზნებები, აფექტები.
ვეკითხები საკუთარ თავს, ხშირად სხვებსაც, თუ რატომ არსებობს ადამიანი, რა მიზანი აქვს მის ცხოვრებას, რა ამოძრავებს კაცობრიობას, რა ფასი აქვს სიცოცხლეს და ა. შ და ა. შ.
ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროს შესწავლის ერთადერთი საშუალებაა მისი პრაქტიკული მოქმედება. ადამიანის სინდისის სფერო არ არის ისეთი შეუვალი და კარჩაკეტილი ციხე-სიმაგრე, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით გვეჩვენოს. ადამიანის საქმეები, მისი სისტემატური და მეთოდური მოქმედების სურათი საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ მისი სინდისის შინაგან მდგომარეობას.
ლაპარაკია ცხოველზე, იარაღის მკეთებელ ცხოველზე, ე. ი. ადამიანი უპირველეს ყოვლისა ცხოველია და, კერძოდ, ისეთი ცხოველი, რომელიც განსხვავებით სხვა ცხოველებისაგან იარაღს - და მის უმაღლეს ფორმას, ენას - აკეთებს.
მართალია სუბიექტს წყლის დალევა უნდა, და ერთგვარი ყოყმანის შემდეგ იგი სვამს კიდეც წყალს. მაგრამ, ნამდვილად, წყლის სმის აქტს მისი წყურვილი კი არ იწვევს, როგორც მხოლოდ წყურვილი; არა, იგი მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს ამ აქტს - სვამს წყალს - როცა აგონდება, რომ მინერალური წყალი სასარგებლოა. რომ ეს არა, წყურვილი წყურვილად დარჩებოდა, და სუბიექტი წყალზე უარს იტყოდა. ასე რომ, საქმე ის კი არაა, დალევს სუბიექტი წყალს თუ არა, როდესაც მას სწყურია, არამედ საქმე ისაა, თუ რით არის ეს აქტი გამოწვეული.
რისთვის არსებობს ადამიანი, რისთვის იბრძვის, რისთვის შრომობს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას და მოღვაწეობას? რა არის ბედნიერება? რაში მდგომარეობს ბედნიერება?
ბედნიერება სიამოვნებასა და ნეტარებაში მდგომარეობს. რა იწვევს სიამოვნებასა და ნეტარებას? ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ადამიანი ცოცხალი არსებაა. მას უპირველეს ყოვლისა ესაჭიროება კვება.
ადამიანს აქვს გემოვნების გრძნობა, ესთეტიკური, ემოციური დატკბობის მოთხოვნილება, რაც ორგანიულად უკავშირდება მის ყოველგვარ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. განსაკუთრებით მჭიდროა გემოვნების კავშირი ისეთ სასიცოცხლო ბიოლოგიურ მოთხოვნილებასთან, როგორიცაა სქესობრივი ცხოვრებისა და გამრავლების მოთხოვნილება.
აქ ლაპარაკია არა იმაზე, რომ ყველა თავისი გემოვნებით ქორწინდება, არამედ მხოლოდ იმაზე, რომ მოწონების საწყისი საფუძველი გემოვნების მინიმალური დაკმაყოფილება მაინც უნდა იყოს, იმ გემოვნებისა, რომელიც აქვს სუბიექტს მოწონების აქტის მომენტში და არა ადრე ან გვიან. მაგრამ აქ ცალმხრივი არჩევა არაფერს არ ნიშნავს. მთავარია მეორე მხარემაც აირჩიოს.
სქესობრივი ცხოვრების შიშველი ბიოლოგიური მისწრაფება არასოდეს არაა თვითკმარი საფუძველი. იგი მოთხოვნილებას განაპირობებს და არა არჩევანის კონკრეტულობას. არჩევანს უნდა განსაზღვრავდეს გემოვნების ფაქტორი, თუ არჩევანი თავისუფალია და იგი განსაზღვრული არაა ეკონომიური, მორალური, რელიგიური და პოლიტიკური ფაქტორებით.
ესთეტიკური, ემოციონალური მოთხოვნილება იმდენად ძლიერი და ინტენსიურია, რომ ადამიანი არ კმაყოფილდება სასმელ-საჭმელის, ტანსაცმლის, ბინის, საპირისპირო სქესის და გარემომცველი ბუნების მშვენიერებით და ჰქმნის ხელოვნურ მშვენიერებას, ხელოვნურ სილამაზეს - მუსიკის, ცეკვის, მხატვრობის, მწერლობის, სანახაობისა და სხვათა სახით.
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რწმენის მოთხოვნილება, ყოველივე იმის რწმენის, რაც განუხორციელებელი იდეალია, მაგალითად, სულის უკვდავება და საიქიო ცხოვრება.
საყოველთაო, მოარული მნიშვნელობით, ბედნიერებად მიიჩნევა სიამოვნებისა და ნეტარების უმაღლესი ინტენსიობა, მაქსიმალური სიამოვნებისა და ნეტარების მდგომარეობა.
მეტაფიზიკური გონებისათვის, ცხადია, ძნელი მოსანელებელია განსხვავებულთა და დაპირისპირებულთა ერთიანობისა და იგივეობის კანონზომიერება.
როცა ვფიქრობ, რომელი დავლიო: "ბორჯომი" თუ "საირმე", როცა ვიცი, რომ "ბორჯომი" მიყვარს, მაგრამ არ მიხდება, ხოლო "საირმე" მიხდება, მაგრამ არ მიყვარს, როგორი იქნებოდა არჩევანი, მოტივები ერთნაირი ძალის რომ იყვნენ?