სიტყვა სიტყვაზე


სიტყვა სიტყვაზე




პატივისდება ევრიდიკეს

 

იგივე სიტყვები იგივე ფრაზები იგივე ბგერები იგივე ასოები იგივე საზომები იგივე ფიქრები იგივე ჟესტები იგივე ურთიერთობები იგივე გამოსახულებები იგივე ქუჩები იგივე გვერდები იგივე აზრები იგივე სურვილები იგივე აბდაუბდები იგივე გამეორებები

 

იგივე სახეები იგივე გზები იგივე წიგნები იგივე სარკმლები იგივე ვარსკვლავები იგივე საცვლები იგივე წინდები იგივე ხილი იგივე კაცები იგივე გამომეტყველებები იგივე ნივთები იგივე ძუძუები იგივე ქურთუკები იგივე თარიღები იგივე გასაღებები იგივე სინამდვილეები იგივე კერძები

 

იგივე ვნებები იგივე შეთავაზებები იგივე სიამეები იგივე ფილმები იგივე ვარდები იგივე ფოტოები იგივე ნიშნები იგივე მიკრობები იგივე მიმართებები იგივე ფერები იგივე ზეწრები იგივე სამყაროები იგივე ზედაპირები იგივე მოლოდინები იგივე ორგაზმები

 

იგივე ბრძოლები იგივე გულგატეხილობები იგივე საგონებლები იგივე შეხსენებები იგივე ჯარიმები იგივე პლაჟები იგივე ნაბიჯები იგივე მოძრაობები იგივე ექოები იგივე სიზმრები იგივე შეძრწუნებები იგივე კოშმარები იგივე პასუხები იგივე ღილაკები იგივე ჭრილობები

 

იგივე ქვეყნები იგივე სიხარულები იგივე ყვირილები იგივე ხმაურები იგივე გაზეთები იგივე ინფორმაციები იგივე კატასტროფები იგივე დანაშაულები იგივე ფარდები იგივე ბალახები იგივე ფეხსაცმელები იგივე ნარკოტიკები იგივე მდგომარეობები იგივე ფიგურები

 

იგივე სინათლეები იგივე მოცემულობები იგივე შესწორებები იგივე თავისუფლებები იგივე დამოკიდებულებები იგივე ტროტუარები იგივე მსგავსებები იგივე დავიწყებები იგივე ინტერპრეტაციები იგივე ეკრანები იგივე ნგრევები

 

იგივე შეგონებები იგივე სექსები იგივე ანარეკლები იგივე დამწერლობები იგივე ხელები იგივე ცვლილებები იგივე ხმები იგივე ჩიტები იგივე სიღატაკე იგივე შემადგენლობები იგივე გადაადგილებები იგივე ამბები იგივე ომები იგივე უპოვრობა იგივე ტალღები იგივე სახლები

 

იგივე განრიგი იგივე გარდაქმნები იგივე კედლები იგივე სიხშირეები იგივე ბიძგები იგივე მიზიდვები იგივე მარტოობები იგივე ამბოხებები იგივე ისტორიები იგივე ციტირებები იგივე უფლებები იგივე საათები იგივე სიცილები იგივე უტოპიები

 

იგივე ხეტიალები იგივე შიშები იგივე ხაზები იგივე გადაკვეთები იგივე კარები იგივე გასასვლელები იგივე საზღვრები იგივე გარემოებები იგივე პროგრამები იგივე ნაწილაკები იგივე რეესტრები იგივე ქმედებები იგივე ჩვენებები იგივე ნაჭრები იგივე ბეწვები

 

იგივე ნარჩენები იგივე სიამოვნებები იგივე გართობები იგივე სიგიჟეები იგივე ვარდნები იგივე სიჭარბეები იგივე მოგზაურობები იგივე ფესურები იგივე მზერები იგივე სიცარიელები იგივე სისულელეები იგივე სტრუქტურები იგივე დაჭერები იგივე პოზიციები

 

იგივე მიზნები იგივე ნეხვები იგივე ნამცეცები იგივე მუსიკები იგივე ვენები იგივე სწორხაზოვნებები იგივე მწერები იგივე მოსახვევები იგივე შემოვლები იგივე ზეწრები იგივე იმედები იგივე ხახვები იგივე ჩანჩქერები იგივე გვირაბები

 

იგივე უარები იგივე ნდომები იგივე ტანსაცმელები იგივე ჩართვები იგივე კლავიშები იგივე თავსატეხები იგივე განზომილებები იგივე ყავები იგივე კოვზები იგივე დაფები იგივე ქალები იგივე კვლევები

 

იგივე განსხვავებები იგივე მიმართულებები იგივე ცნობები იგივე ახსნები იგივე გამომჟღავნებები იგივე ზიზღები იგივე გარემოებები იგივე პირები იგივე სადარდებლები იგივე შეკითხვები იგივე უკიდურესობები იგივე მითვისებები იგივე გამჭვირვალობები იგივე ხილვები იგივე ყოყმანები იგივე ზღვარსგადასვლები იგივე გამეორებები იგივე დარტყმები იგივე გამორიცხვები იგივე განცხადებები იგივე რწმენები

 

იგივე აკვიატებები იგივე დაზუსტებები იგივე გადაუდებლობები იგივე ენები იგივე სითხეები იგივე განტოტებები იგივე ორგანოები იგივე სხეულები იგივე სიგიჟეები იგივე სიბრძნეები იგივე ადგილები იგივე გაოცებები იგივე სიცხადეები იგივე კრიზისები

 

იგივე განადგურებები იგივე ტოტები იგივე სუნთქვები იგივე ტუჩები იგივე სუნები იგივე დროები იგივე უსამართლობები იგივე უაზრობები იგივე მოქმედებები იგივე მოჟამულობები იგივე დღეობები იგივე თამაშები იგივე თარგმანები იგივე თითები იგივე შეხებები

 

იგივე ჟრუანტელები იგივე კოცნები იგივე გაოფლიანებები იგივე კლიტორები იგივე შეგრძნებები იგივე დამშვიდობებები იგივე ავადმყოფობები იგივე დარღვევები იგივე მხარდაჭერები იგივე საჭიროებები იგივე დიაფრაგმები იგივე შუასაძგიდები იგივე ნორმები იგივე ლიმონები

 

იგივე მნიშვნელები იგივე ფორმები იგივე გამოძახილები იგივე ჰალუცინაციები იგივე დატბორვები იგივე ერთმნიშვნელოვნებები იგივე გაჟონვები იგივე განზომილებები იგივე არარაობები იგივე დეტერიტორიალიზაციები

 

იგივე შემცველობები იგივე შემოგარენები იგივე ზემოქმედებები იგივე განაყოფიერებები იგივე აბსტრაქციები იგივე პორტრეტები იგივე ხანგრძლივობები იგივე მთლიანობები იგივე სიმრავლეები იგივე შიგთავსები იგივე გარღვევები იგივე გამოხედვები იგივე ტუჩები იგივე სიბინძურეები იგივე კანები იგივე სიმთვრალეები იგივე იდენტობები

 

იგივე ტაბუები იგივე სიტყვები იგივე შეღწევები იგივე მოთხოვნები იგივე გაპროტესტებები იგივე განათებები იგივე აგრესიები იგივე თავდაცვები იგივე სინათლეები იგივე გამონადენები იგივე მარადისობები იგივე წრეები იგივე დასასრულები იგივე აზრები იგივე გამეორებები იგივე ფიქრები

 

იგივე აბდაუბდები იგივე ქურთუკები იგივე კერძები იგივე ორგაზმები იგივე სიზმრები იგივე ფარდები იგივე ფეხსაცმელები იგივე ხელები იგივე განრიგები იგივე კედლები იგივე კარები იგივე ბეწვები იგივე სიგიჟეები იგივე ვენები იგივე ხახვები იგივე გაფიცვები იგივე პრობლემები

 

იგივე პირები იგივე ენები იგივე სხეულები იგივე ტუჩები იგივე თითები იგივე ფორმები იგივე გამონადენები იგივე ორგაზმები იგივე სიგიჟეები იგივე ტუჩები იგივე ფრაგმენტები იგივე გახსნები იგივე ეკრანები იგივე სიტყვები იგივე განსხვავებები

 

 

* * *

 

სად იწყება ის რაც ჩვენს ძალებს აღემატება რაც ჩვენს ძალებს ღემატებაა რაც ჩვენს ძალებს ემატებააღ რაც ჩვენს ძალებს მატებააღე რაც ჩვენს ძალებს ატებააღემ რაც ჩვენს ძალებს ტებააღემა რაც ჩვენს ძალებს ებააღემატ რაც ჩვენს ძალებს ბააღემატე რაც ჩვენს ძალებს ააღემატებ რაც ჩვენს ძალებს აღემატება როგორც

 

 

 

ასე

 

 

ფრჩხილების გახსნა, როგორც კონსერვის ქილის. ფრჩხილების მითვისება, ფრჩხილებთან სიახლოვის აშკარა მიზეზით. ფრჩხილები იხსნება უსასრულობით და იხურება იმით, რაც არ თქმულა. თეთრი ფურცელი ზემოქმედებს ფრჩხილებზე. სიტყვებს შეუძლია თეთრ ფურცელზე ზემოქმედება. ზოგ ფრჩხილს მსოფლიოს ოთხივ კუთხით მოარული ფიქრები წარმოშობს.

 

ნედლეულის ვირუსული ქცევა დამოკიდებულია სინტაქსურ გარემოზე. ფრჩხილებს შორის სიტყვიერ განცხადებას უნდა ერთვოდეს წარწერა “მოქმედი ფიქრებიდან გამომდინარე”. თუმცა სიტყვებს, მიკროორგაზმული ბგერების მეშვეობით, შეუძლიათ, გაემიჯნონ ყოველგვარ განცხადებას. მიკროორგანიზმიდან გამოსული ყოველი სიტყვა აბათილებს ფრჩხილებს შორის სიტყვების მნიშვნელობას.

 

ბოლოთქმა. აკეთე, რაც გსურს. ფრჩხილების დახურვა. დილით, შენ დგები, ხედავ ოცამდე მერცხლის ფრენას უფოთლო სუროთი დაფარულ კედელთან. ფრჩხილები აუქმებს დროს.

 

 

მთვრალი

 

მთვრალი ვარ დაღლილობით ცხოვრებით მთვრალი როგორც მთვრალი კეთებით მთვრალი ჩემით მთვრალი ყოფნით მთვრალი შენით მთვრალი სიარულით მთვრალი მარადი მთვრალი წერით მთვრალი ყოლით მთვრალი ისევ მთვრალი არათი მთვრალი დარჩენით მთვრალი სიყვარულით მთვრალი არათი მთვრალი გზებით მთვრალი ხვალინდელი დღეებით მთვრალი სმით მთვრალი ხანძრით მთვრალი გაურკვევლობებით მთვრალი ჩვენით მთვრალი სიტყვებით მთვრალი ჩრდილით მთვრალი ყველაფრით მთვრალი წასვლით მთვრალი ყოლით მთვრალი უადგილობით მთვრალი დგომით მთვრალი ჰაერში მთვრალი ბზარებში მთვრალი მარტოობით მთვრალი სიმშვიდით მთვრალი წერით მთვრალი ცოდნით მთვრალი ნდომით მთვრალი აწმყოთი მთვრალი წამით მთვრალი უბრალოდ მთვრალი ოცნებებით მთვრალი წიგნებით მთვრალი თეთრი ფურცლით მთვრალი

 

 

სიტყვა სიტყვაზე

 

 

სიტყვა კრიზისში სიტყვა კისკისებს სიტყვა მოწყენა სიტყვა ხასიათ-დება სიტყვა ყვირილი სიტყვა იძაბება სიტყვა ითქმის სიტყვა იცნობა სიტყვები ციფრული სიტყვები იდენტური სიტყვა მიმიკა სიტყვა გაქცევა სიტყვა გარბის სიტყვა წყალქვეშა სიტყვა დევნილი სიტყვა საზღვარი სიტყვა კედელი სიტყვა დანგრევა სიტყვა უსასრულო სიტყვა უადგილო სიტყვები ეჭიდებიან სიტყვები იზრდებიან სიტყვები აწარმოებენ სიტყვები თავისუფლდებიან სიტყვები განფენილან და წინ წასვლაზე უარს ამბობენ სიტყვები გარდაიქმნებიან ქმნადობად ყველა სიტყვა ერთდროულად იქცევა ქმნადობად და ვხედავთ სიტყვებს როცა სიტყვები გვაკლია სიტყვების ნაკლებობა სიტყვების არარსებობა არარსებული სიტყვები და არსებული ჩვენ დავიწყებას მიცემული სიტყვების არსებული გროვის წინ ხსოვნა დაკარგული თითქოს სიტყვები დაგვცინოდნენ წვიმს სიტყვების წვიმა სხვა სიტყვებზე მსგავს სიტყვებზე განსხვავებულ სიტყვებზე ჰაერში სიტყვის დაჭერა ცურვისას სატყუარას დაჭერა. იცი, სად მიდიან სიტყვები?

 

 

შეყვარებულად ლექსი

 

საათების განმავლობაში, ნუ დამაძალებ, მათ მიღმა კი, რამდენიც გინდა.

აქ ვარსკვლავების მწკრივია, მათი ანარეკლი ყურეებში, ტყეების სინაზე.

სად მიდიხარ, ასე, ბეტონის კედლებს რომ მიუყვები?

გასხლტომა დამზღვევის, თვალის ჩაკვრა სიცარიელეს.

 

გზების გასწვრივ, ლიმონისფერი-ყვითელი ყვავილები,

დერეფნები ზღარბებისთვის.

გუშინდელ დღემდე, ეს დიდი გრიგალი.

 

იმღერე სიმღერა, ჩემო ბავშვო!

ღეროსავით მსუბუქი, ასე იქნება,

არა, რა თქმა უნდა, ეს სულ სხვანაირადაა.

 

ეს ისე ახლოა და სხვაგანაა ერთდროულად, ოცნებები

გარბიან, ომი, ყველგან,

ნამდვილი არეულობა, ჩვენ ყველანი ვიყავით,

ავრორა.

 

სისხამ დილით, იმედი, ქაოსის მიუხედავად.

დღე დღეს მიჰყვება, მსოფლიო

ნუთუ ზედმეტად ვიწრო გახდა იმედისთვის?

 

აგრძელებენ, ამაზონზე, ზღვაზე ნავთობის მიუხედავად,

ჩიტი, ზღვა აღარ, თევზები, ზღვა აღარ.

ფსკერზე, ნიჟარები, საზღვაო ცხოვრება.

ცეცხლი ედება წყლებს.

 

მიმოიბნევა ხელახლა

დამსხვრეული ხეები

ეკოსისტემები.

 

ჩვენი ყვირილი დაბლობში,

ნარწყევი, თითო-თითოდ.

 

დარჩა მხოლოდ სიტყვები,

ნახლეჩი და ნაცვეთი,

ყველაფრის მიუხედავად, შორს ჰორიზონტი.

 

ჩვენი გულმოდგინე მზერა, არა,

კვლავ ვიმეორებდეთ ბედნიერება

ციდან ცვივა ყოველთვის ცვივა

ღრუბლებიდან ღრიალის გავლით

                                           მიყვარხარ

 

 

 

ქალაქ აფრინს

 

კიდევ ერთი ქალაქი

ბომბებქვეშ

კიდევ ერთი ბავშვი

ტანკის პირისპირ

კიდევ ერთი ქალი

სამხედრო ავიაციის ქვეშ

კიდევ ერთი კაცი

კატასტროფის წინაშე

 

კიდევ ერთი ლექსი

ომის წინააღმდეგ

კიდევ ერთი ყვირილი

უსამართლობის წინააღმდეგ

ისევ ჩვენი სიტყვები

ომის წინააღმდეგ

ისევ გაუთავებლად

 

ეს კითხვა

ვინ იგდებს ხელში, ვინ აწარმოებს

                                            კვლავ და კვლავ

მასობრივი განადგურების იარაღს

 

 

ნატურმორტი

 

სიტყვები მაგიდაზე, გარეთ

ზამთრის ღამე,

წყვილი ხელთათმანი, საფერფლე

ნატურმორტი შუაღამემდე ოდნავ ადრე

 

საბეჭდი მანქანა

მომავალი დღე,

რამდენიმე დამჭკნარი ვარდი

ბავშვს სძინავს.

 

საზღვრები და მავთულხლართები

ლტოლვილთა ბანაკები

ზღვა, დამხრჩვალები.

 

რადიოს ხმის აწევა,

ქალაქური გარემო, მაშინ

 

როცა სხეულები, ადამიანები,

ქვეყნები ყველგან

ელი და ხელახლა ლი ნანგრევებად

ბელი ნებელი

ასაშენებელი

 

სიტყვები

გზაა, რომელზეც

წინ მივიწევთ

 

 

გრაფიტი

 

თავისუფალი მოლეკულები.

წელიწადის დროები. ბეტონი.

გრაფიტი.

შარდის სუნი.

 

მაღვიძარა, ბავშვები,

ბატონი, ქალბატონი,

ხურდა, ფულის მთვლელი

მანქანები.

 

დაბრუნება, სახლი,

გარეთ, შიგნით,

უბრალოდ

სიცარიელის შევსება.

 

შევსვათ, შევსვათ.

სიყვარული ზედმეტად მშვენიერია

იმისთვის, რომ არ შევჩერდეთ

წამით.

 

 

 

* * *

 

პარკის გადაკვეთა.

თანხვედრა.

 

ჩვენ ხეებს შორის,

პირისპირ მთები.

 

ზამთრის იდეა,

ძროხები

წინ მდელოზე.

 

სიჩქარეს ვუმატებ,

სიტყვები

მაკავებენ.

 

ბოდიში

დაგვიანებისთვის.

 

 

* * *

 

ხარაჩო და

გამჭვირვალე

ტილო,

უსაფრთხოება.

 

ჯართის გროვა

ძველთაძველი

კედლის წინ.

 

დერეფნები, ფერები,

ზღუდე,

კუპრი.

 

ჩვენი გუშინდელი კვალი,

გამქრალი

წვიმაში.

 

 

* * *

 

ჩაძირვა სიბნელეში

ქუთუთოებს მიღმა

 

ხედვა მიმართული

სამხრეთით

Like the wind

 

მზერა არ იფარება

მწვანე ხავსით.

 

აზრი კვეთს

ატმოსფეროს

ფანჯარა დარჩა ღია

წვიმაში

 

 

გემო

 

ნუთუ

მართლა

შეიცვალა მას

შემდეგ იგი ვერას

დროს იტყვი

დარწმუნებით

ხვალ

კვლავ სხვანაირად

იქ

ნება

ყველაფერი

 

* * *

 

ასფალტი

ინარჩუნებს

სიტყვების მხურვალებას

რომელზეც

წინ მივიწევთ

 

 

* * *

 

არის ერთი პატარა დეტალი

რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს

ესაა

პროფესიული რისკი

 

 

* * *

 

გარეთ ქარმა შეჭამა

დრომ შეჭამა სიცოცხლე

რომელიც ბეწვზე ეკიდა

 

 

All eins

 

ხაზი

lines

all eins

alles

alone

all one

eins one

einwand

wann wand

one more wall objection

dagegen mit worten

ახლა სიტყვები ისევ

another one

another line, aligner

წერილები

კედლებზე

words for ტრანს

ფორმაცია

together dann

verstreut სიტყვები

გამრავლებული, არა უმეტეს

alone allein, ხაზები

dazwischen

die sehnsucht dann

 

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE