ანამარიას გული (ასი ანაგრამული)


ანამარიას გული (ასი ანაგრამული)




რითმის სიხარული

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

ბანს ნუ მეტყვი, განს ნუ მეტყვი, მითხარ ა!

ჩუმად მითხარ, უხმოდ მითხარ, ხმით არა.

ისიც მარქვი, გიგომ რაო, თხამ რაი,

ქვიშამ რაო, მიწამ რაო, თიხამ რა!

 

მთავ, გადმიშვი, თუ ნამდვილი მთაი ხარ,

ჩანს, ამინდმა დამინდო და მიხათრა,

და გადამკრა ცისატრყელის მათრახი...

რითმა ხარობს, რითმა ხარობს, რითმა ხა...

 

 

ამნეზია

წიგნებისთვის: „მოციმციმე არითმია“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

ვეღარა ვცნობ – ვარსკვლავია, ან მთვარეა, ან მზეია...

ანდა შენ ხარ... რას მიშვრება ეს ვერაგი ამნეზია!

 

 

ის ლოგინი ლუგანოში

წიგნებისთვის: „ქალები და ქალაქები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წმაწურები და უწმაწურები“

 

სარბიელი –

ასე რბილი...

 

 

დაბრუნება ბავშვობაში ანუ რთული და თითქმის უშინაარსო ანაგრამა ექსპედიციის წინ

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

კორბეტი.

კუმაონის კაციჭამიები.

კორტები.

ოიკუმენის ჭაკიმც აბია.

 

 

კაიფი-21 ანუ Generation X

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სუმბურები და კალამბურები“

 

კობეინი და ნირვანა

სხვა არ გინდა შენ არავინ.

 

 

მთის უნახავი ამერიკელი სვანეთში

წიგნებისთვის: „ბაბილონის გონდოლა“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „კენტავრები და წყვილტავრები“

 

— ესა რაა, ჰიმალაი?

— ეს აილამაა, ჰარი!

 

 

ჩიჩოლინა – სადამ ჰუსეინს

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წმაწურები და უწმაწურები“

 

მაგალითია შემეცნებით

ნუ ვიხმართ ძალას – შემეც ნებით!

––––––––––––––––––––––––––––––

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის სანაცვლოდ ჩიჩოლინამ სადამ ჰუსეინს მასთან სექსი შესთავაზა.

 

 

სუფრა არ ყველა სუფრაა

წიგნებისთვის: „საკენკი“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სუმბურები და კალამბურები“

 

უსაფერავო

სუფრა? ავოე!

 

 

ციანიდის საქმე

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

ვინ მბრძანებელი არის ბეჭდების, ვინ კი – პატრონი ქარისა,

მიდი-მოდიან მეუფეები, დასტურ საპატრიარქონი...

 

 

სიზმარ-ცხადი: მარი

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „ქალები და ქალაქები“

 

არ თქვა ცოდვის, არცა მოდის,

ცხადს არჩიე სიზმარი:

მზე არც ჩადის, არც ამოდის,

ზღვის ნაპირას მარი ზის...

 

 

აღლუმი

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“

 

თურმე ყოფილა შირმა

ეს საზეიმო მარში!

 

 

...მიწამიწამიწამიწამიწამიწა...

საშა სულხანიშვილს

წიგნებისთვის: „ლექსბორბალები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „მოციმციმე არითმია“

 

გამოთხოვების თან მიგაქვს წამი

და ერთი მუჭა სამშობლოს მიწა.

 

 

„საკითხავი აი, ეს არის!“

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წიგნები“, „რომეიქები და რიპეირები“

 

სტრატფორდის გზაზე ვზ ექსპრესშია,

კითხვები მიპყრობს მ შექსპირისა!

 

 

„მატარებელმა მოაკივლა საყვარლად თბილისს“...

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წიგნები“

 

შეუსაბამო საკითხავია მატარებელში მაკიაველი,

სიტყვა, რომელიც აქ იბადება – მიაკივლეა.

 

 

კედელზე ჰკიდია „ქალი მანდოლინით“

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“, „ქალები და ქალაქები“

 

ველოდები მანდოლინით,

და-ცა-მღალა მან ლოდინით!

 

 

სტუმრის თხოვნა

წიგნებისთვის: „ქალები და ქალაქები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“, „სუმბურები და კალამბურები“

 

მიაგდე სამზარეულო,

მესროლე მზერა, ასულო!

 

 

 

მოხუცი და ზღვა

წიგნებისთვის: „წიგნები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“

 

თავზარდამცემი

რად მამცა თევზი?!

 

 

...და მერე

წიგნებისთვის: „წიგნები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „მოციმციმე არითმია“

 

ჯერ კამიუ წაიკითხე, ჯერ ბეკეტი, ჯერ სელინი –

ჯერ ფოლკერი, ფიცჯერალდი, კეპოტე და სელინჯერი...

 

 

ქება აქიმთა

სოსოს და ნონას

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „წიგნები“

 

შენ აღარ დაგჭირდება წამალი და ქიმია,

გაგიმართლა – სუყველა კარგი შეგხვდა აქიმი,

იქ სოსო და იქ ნონა, აქ ნია და იქ მია...

შოთასაებრ მათ ვაქებ, ვინც აქამდე მიქია.

 

 

ანა-მარიას გული ანუ ფიქრები გრაბენზე სეირნობისას 2005 წლის 12 მაისს

ანამარია განტერ-ჰესს

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „ქალები და ქალაქები“

 

აის კაბა ვიტრინაში ნაღდად არმანისაა,

თუმც სხვა ჰქონდა საზრუნავი იმ დღეს ანამარიას,

როცა გულით მიმიწვიეს, ჩამოდი ვენაშიო...

ახლა მინდა ამ ქალაქში სახლი რომ ავიშენო.

და იმედი რომ არ მქონდეს მე იმისი გულისა,

კარგა ხნის წინ ვიქნებოდი მეც მარილზე გასული.

 

 

აქა ამბავი პუანკარეს ჰიპოთეზისა და გრიშასი

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“, „სუმბურები და კალამბურები“,„ბაბილონის გონდოლა“

 

უარი თქვა მილიონზე, – უნდა იყო პერელმანი:

არა გქონდეს ლუკმა-პური, – ბულკი რაა, პელმენი რა...

 

 

 

To whom it may concern-2

წიგნებისთვის: „მოციმციმე არითმია“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „ბაბილონის გონდოლა“

 

რა პოეტი, რის მგოსანი!

კაპრიზი ხარ გნომისა!

 

 

რეიტინგი

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“

 

ბოლო დროს მაგრად აკრიფა –

უძახე ახლა აფრიკა!

 

 

მიტინგი ძველ რომში

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „წიგნები“

 

ერთ მხარეს დგანან ციციკორენი,

მეორე მხარეს კი – ციცერონი.

 

 

To whom ot may concern-5

წიგნებისთვის: „მოციმციმე არითმია“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

აი, ხმა და აი, ცქერა!

აი, ნაღდი რეაქცია...

 

 

იდუმალი მოლოდინი

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

მე ნუ მკითხავთ, თუ რას ველი,

შოთა გეტყვით, რუსთაველი.

 

 

თავრითმიანი განაჩენი

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „წიგნები“

 

აკაკი გილიოტინაა უნიჭოთათვის,

გალაკტიონი კი იაა მათ საფლავზე.

 

 

 

 

საფოსტო მარკა: კენია-უგანდა-ტანგანიკა

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „ბაბილონის გონდოლა“

 

ვერ გაიგებ – ზულუსია, ბანტუა თუ მასაია...

როგორ გინდა, მარტოკაცმა წაიცეკვო სამაია!

 

 

რაცუნდ

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „რომეიქები და რიპეირები“

 

რაცუნდ სიავე მამკერძოს, ქოშიც უკუღმა მაყაროს...

არც ბილწთ შავეკვრი ზავითა, ვერც ფეხებს მამჭამს სამყარო!

 

 

პიგმალიონი

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „წიგნები“

 

ამ ქალღმერთზე უკეთესი რაღა უნდა გაეთალა!

პიგმალიონს ქანდაკება გაუცოცხლდა – გალათეა...

ქვა არის თუ ცოცხალია, თუ შიგ ხელი არ ატაკე,

ვერ გაიგებ... სუმოა თუ კენდოა თუ კარატეა!

 

 

ახალი მთავრობა

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

სულ 15 სამინისტრო

მაგრამ მთელი ასი მონსტრი!

 

 

„რაღაც დალპა დანიის სამეფოში“

წიგნებისთვის:„რიმეიქები და რიპეირები“, „წიგნები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სუმბურები და კალამბურები“

 

სანამ რაღაც აქ დალპება, დაე დალპეს ჯერ დანია,

ჩვენ ჩვენი გვყავს მისახედი – ლუარსაბ და დარეჯანი.

 

 

სიდნეიდან დაბრუნება

წიგნებისთვის: „კეტავრები და წყვილტავრები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“

 

აჯაყჯაყდა თვითმფრინავი, წინ შემოხვდა საჰაერო ორმოებიც, ღრმულებიც,

როგორც თავზე სველი ტილო, თბილისამდე მოგყვებოდეს ეს ბატკანა ღრუბელიმც.

 

 

მეზღვაურები ხმელეთზე

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „ქალები და ქალაქები“

 

მათი არის ეს კნეხტები, ეს გემებიც მათ უბია,

მათი ზღვა და ოკეანე მშობლიური ბათუმია!

 

 

უხმო რექვიემი

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „ქალები და ქალაქები“

 

უხმოდ რეკავს დო-რე-მი... უხმო ლა და უხმო სი...

უხმო ფას და უხმო სოლს უხმოდ უხმობს სოხუმი.

 

 

ქუდი რე დო ბოხოხია

წიგნებისთვის: „საკენკი“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „ქალები და ქალაქები“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

როგორც ძუკუმ ვერ გაიგო, ქუდია თუ ოხოია,

ისე ცხენმა გორგასალის – ჩიტია თუ ოხოია!

 

 

უკანასკნელი მსაჯული: თეირანი, იალტა, პოტსდამი...

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „ქალები და ქალაქები“

 

აკონტროლებს ზემოდან წმინდა სამუელი,

როგორ იყოფს მსოფლიოს დიდი სამეული.

 

 

თქვა რუქამ არაკი

წიგნებისთვის: „ანდაზები და აქანდაზები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიცოცხლე სახელოვანი...

ამისი მთქმელი სხვა შოთა, სხვა საბა, სხვა ლეონია!

 

 

ლეოს ღვინით გაჯერებული გაბაასება ილოსი და მათესი

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „გველები და არაგველები“

 

აირია ერთმანეთში ავი თესლი, ამო თესლი,

მალე ჩრდილო საზღვრის ხაზი მოადგება, ოი, მლეთას

ოთხივ მხრიდან – არაბეთი, ირანი და ოსმალეთი,

ყველამ წაკრა თითო ქიშტი, ეს მოცელა, ის მოთელა, –

 

ღვინოს ასხამს და გულმკვდარი ეუბნება ილო მათეს, –

სულ დაკუწეს საქართველო აღარ დარჩა ასო მთელი...

სხვა რა გზა გაქვს, გამწყრალ გულზე არ შეწყვიტო სმა, ილოთე! –

თავად დიდი ჭიქით ხელში ეთანხმება მათე ილოს!

 

თუ მორწმუნე ელიაზარს ან ურწმუნო თომას ელი,

ვერ გამოთქვამ მაგ შენს წუხილს ლოგოსით და მელოსითა,

დასაბამით არ გამოსდის რუბიკონთან ომი ლეთას...

ლეთა არა, ხელადებში ღვინო უდგათ მათ ლეოსი.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ილო და მათე ავტორის შორეული ნაცნობები არიან. ლეო იმათი მეგობარია.

 

 

ქვეყნებნაკლული ევროკავშირი ანუ ნატოს კარი ღიაა!

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „გველები და არაგველები“

 

თუმც აქაც ისმის აურზაური ფესტივალთა და ბიენალეთა,

ვინ დაიჯერებს, რომ ევროპაა ე საქართველო, ე ალბანეთი?!

 

 

მარშალი მიშელ ნეი თავად ხელმძღვანელობდა თავის დახვრეტას

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „სუმბურები და კალამბურები“

 

რაის მიშელი! დიდი მარშალო, შენ უნდა გერქვას აპოლონ, ნეი,

რო ემაგ შენი არტისტულობით შურით გახეთქო ნაპოლეონი!

 

 

კოზაკის ბედი აქლემთა ჩხუბებში

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „სუმბურები და კალამბურები“, „გველები და არაგველები“

 

ებრძვი გერმანეთს თუ ებრძვი რუსეთს, იბრძვი ნელსონთან თუ ნაპოლეონთან,

ბრძოლა მოგიწევს უდანაშაულო მსხვერპლთანაც, იცოდე, ანუ პოლონეთთან!

 

 

ყოფილი ქართველი იუნკერი პოლონეთში

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „სუმბურები და კალამბურები“, „კენტავრები და წყვილტავრები“

 

უნდა შეისწავლონა პოლონური,

თუ გაქვს სიყვარული ნაპოლონური.

 

 

 

 

 

ყველაფერი იყიდება!

წიგნებისთვის: „საკენკი“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „გველები და არაგველები“

 

სპეკულაცია:

აუ! სპეკალიც?

 

 

სარეკლამო ბანერი: სამიკიტნო „მაჭახელა“

წიგნებისთვის: „საკენკი“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „სუმბურები და კალამბურები“, „ქალები და ქალაქები“

 

სამი კინტო:

სამიკიტნო

„მაჭახელა“ –

ჭამე ახლა!

 

 

შვლის ნუკრის ნაამბობი

წიგნებისთვის: „რომეიქები და რიპეირები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „წიგნები“

 

რაზიკაშვილთა ვაჟაა მხოლოდ! თედო ვინაა, ბაჩანა ვინო...

ჩემს ანგელოზებს ვაჟას ცრემლებში ფეხები უნდა ჩავაბანინო.

 

 

გაზპრომს მორჩილებს ყოველი...

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

გაზი გინდათ? ე კრემლი! –

ასე ამბობს მერკელი!

 

 

მჯობნის მჯობნი

წიგნებისთვის: „წმაწურები და უწმაწურები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „წიგნები“

 

ვეფხის ერთისა მტყუნელმან ჰრქუა ვეფხიტყაოსანი,

მან ასჯერ მეტი დასწეროს, ვინცა ტყნა ვეფხი ასიო.

 

 

სულ სხვა მასშტაბი ანუ ფარდობითობის პრაქტიკა-2

წიგნებისთვის: „სუმბურები და კალამბურები“, „კენტავრები და წყვილტავრები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,

 

ჩვენ რომ გგონია სტეროიდი,

ზევსისთვის თურმე სტეროიდი!

 

შენს ქალაქს მიხედე, ბრატ, შენსას!

წიგნებისთვის: „ქალები და ქალაქები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „ბაბილონის გონდოლა“

 

შენატროდა შორით რიოს, როს ბენდერი ოსტაპი,

მუშტრის თვალის უყურებდა რიბენტროპი ოდესას...

 

 

ნაცარ(ქაქი)ქექია

წიგნებისთვის: „გველები და არაგველები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „აპოლიტკორექტული ადრესები“, „წმაწურები და უწმაწურები“

 

უნდა ქექო ქაქი და ქექვა უნდა ნაცარსაც,

წვერცანცარა მერჩივნა ამ უწვერულ ცანცარას.

 

 

საჭრიჭინო

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“,  „წმაწურები და უწმაწურები“, „რიმეიქები და რიპეირები“, „წიგნები“

 

მოჭრიჭინდა ჭორფლა გოგო... ჭრიჭი-ჭრიჭი, ჭრიჭინა...

ბიჭი დახვდა ბიჭანჭური... ბიჭანჭური, ჭანჭური...

სულ გაკრიფეს, რაც ერთურთში ჰქონდათ რამე ჭინჭარი

და ჭრელ კრაოტს აუტეხეს არნახული ჭრაჭუნი...

 

 

კაიფი-22

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „ქალები და ქალაქები“

 

მეყო, რაც რომ მომკერძეს ეს ამდენი სამსალა,

სულ წყალში ჩამიყარეს ჩემი ნამსახურია...

ჯაიპურში გავღეჭავ, რა თქმა უნდა, მასალას,

ამსტერდამში გავსინჯავ, ვიცი, მარიხუანას!

 

 

ელექტროქურა და ტელევიზორი არმენას ბუდკაში

წიგნებისთვის: „ბაბილონის გონდოლა“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „აპოლიტკორექტული ადრესები“

 

გამოთიშე, არმენ პლიტა,

ხედავ, ჩართეს პარლამენტი!

 

 

კიევი-1970

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სუმბურები და კალამბურები“, „საკენკი“, „ქალები და ქალაქები“

 

რომ ამოგიცვამს მოკლე შარვალი,

არ შეგიშვებენ მაგით ლავრაში!

ე-მუზები და ე-კოცნები

წიგნებისთვის: „კომპ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „ბაბილონის გოდოლი“

 

არ შეგშურდება ბუმბერაზების,

როცა მოგივლენს ე-ბარბი მუზებს,
და თავად ხდები ე-ბუმბერაზი,

როცა გაკოცებს ე-ბემბი, ზურა!

 

 

ყოველი საიდუმლოი

წიგნებისთვის: „გველები და არაგველები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სუმბურები და კალამბურები“, ,„სელფები“

 

იოანე ზოსიმე:

ოი, ენა ზემოსი!..

 

 

წითელი მოედანი

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“, „ქალები და ქალაქები“

 

აქეთ – ნეტარი ვასილი,

იქით – ნატური ლენინი...

ვისი ედება ვის ალი...

ვსეირნობთ მე და ნინელი.

 

 

შენ არ გჭირდება სხვა სამკაული

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“, „ქალები და ქალაქები“, „საკენკი“

 

სამკაულია

მუსიკა, ალა!

 

 

To whom it may concern-9

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „ბაბილონის გონდოლა“

 

ჩმორი მარჩიელობს, –

მორჩი მორჩილებას?

 

 

ნუგეშინი

წიგნებისთვის: „მოციმციმე არითმია“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“, „ქალები და ქალაქები“

 

ჰკივი ტკივილისად, გტკივა კივილისად...

უნდა მაგრად იყო, რა დროს სიკვდილია!

რეცენზია ქართული კალიგრაფიის ალბომზე

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წიგნები“, „სუმბურები და კალამბურები“

 

რა დაწერილი! რა დახატული!..

სიტყვა რაშივით დარახტულია!

 

 

ისევ ამირან და მარინა და კიდევ სხვა ორი

წიგნებისთვის: „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „კენტავრები და წყვილტავრები“, „სუმბურები და კალამბურები“

 

ვიცი, – გქვია ადამი, მე გეძახი ამირანს!

ვიცი, გქვია ადამი, მე დაგარქვი რამაზი,

ვიცი, – ევა დაგარქვეს, მე დაგარქმევ მარინას,

ვიცი ევა ბრძანდები, ჩემთვისა ხარ ზამირა!

 

 

სარაყიფო

წიგნებისთვის: „ქალები და ქალაქები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“, „წმაწურები და უწმაწურები“

 

ერთსა გთხოვ, მაკა, მაკრინე, –

იმ შენს რჩეულთან მარკინე!

 

 

ჭიაკოკონობა

წიგნებისთვის: „ლექსბორბალები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“, „სუმბურები და კალამბურები“

 

ვერ ვიცანით –

ცეცხლის ალზე გამოუჩნდა მხოლოდ კანჭი...

რა ვ-ვიცინეთ! –

დილას მივხვდით: ყოფილიყო თურმე ჭინკა!

 

 

მინაწერი „სიტყვის კონაზე“

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წიგნები“, „სელფები“

 

და მივყვებით დიდო სულხან,

გავლებულსა შენგნით ხნულსა!

 

 

ელექტრონული ფოსტა

წიგნებისთვის: „კომპ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

თუნდაც აღმოჩნდეს მემილიარდე,

თვით უნდა ღირდეს მეილი რადმე!

ვის ეყოფა ერთი ოყნა ლუდი?!

წიგნებისთვის: „სუმბურები და კალამბურები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წიგნები“

 

ვისია კათხა?!

იფ-იფ! ოყნა, რა ოყნა!

საკითხავია –

ყოფნაი-არყოფნაი...

 

 

სეკეშფეჰერვარი – ალბა რეგია

წიგნებისთვის: „სელფები“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „ქალები და ქალაქები“

 

აქ ტრიალებს დასტურ მადიარული

იშტვან მეფის სული მარადიული.

 

 

სტრატეგიული პარტნიორობის გამო

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

ზოგნი ამბობენ, პარტნიორია,

სინამდვილეში არი პატრონი!

 

 

სარკე ეკრას

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „ქალები და ქალაქები“

 

კედელს სარკე უნდა ეკრას,

სარკე სულის სარკმელია,

სხეულს ეკრას უნდა სარკე...

გაგაშიშვლა სარკემ, ლია!

 

 

1997: 26-მილიონიანი კონტრაქტი

წიგნებისთვის: „ფეხბურთიერთობანი“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“, „სპორტლექსები“

 

რაკი გახდა რივალდო მისი საკუთრება,

ითამაშებს დღეიდან უფრო უკეთ ბარსა!

 

 

ლამის სახლში შემოვიდეს ნუში...

წიგნებისთვის: „რიმეიქები და რიპეირები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“

 

როგორ გამილამაზე პეიზაჟი უშნო,

ზამთარს გამოქცეულო, მოქათქათე ნუშო!

To whom it may concern-12

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „კენტევრები და წყვილტავრები“

 

რომ მეგონა, პეტრე იყო, აღმოჩნდა, რომ პატრია,

ერთმანეთში ნუ გერევა პატრია და პარტია!

 

 

დელფოს სამისნო

წიგნებისთვის: „რიმეიქები და რიპეირები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „წიგნები“

 

როცა ეს ტრაგიკული კალეიდოსკოპი,

ჩაგიკაკლავს ყველაფერს დელფოს სამისნოში,

კიკლი-კიკლი კიბესა, კაკლე, ოიდიპოს,

იმისი შნო აქციე შემწედ ამის შნოსი.

 

 

América Latina

წიგნებისთვის: „ქალები და ქალაქები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „კენტავრები და წყვილტავრები“, „ბაბილონის გონდოლა“

 

აქეთ დიდი ქალაქების პლაზები და პალასები,

იქით – ტეგუსიგალპები, ლიმები და ლაპასები.

 

 

ნამდვილი ფოტოგრაფიის ნოსტალგია

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სელფები“

 

წითელ შუქზე მჟღავნდება სინამდვილის შიფრი,

რამდენი რამ ეტევა მაინც ამ ერთ ფირში!

 

 

დამატყვევებელი პეიზაჟი

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“

 

მთაო, ზღვაო, ტყევ,

მე ვარ თქვენი ტყვე!

 

 

ცოდვილის ვედრება

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

ო, განმწმინდე, სტიქიონო, – მბანე, მხეხე, მრეცხე!

თუ ვერაფერს ვერ მიშველი, დამცხე ტალღა მეცხრე!

 

 

2004: ბობი ფიშერის ოფიციალური ქორწინების გამო

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“,  „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სპორტლექსები“

 

სუმცირე და სუბევრი, სუნაკლები, სუმეტი,

მე რომ ვყოფილიყავი რობერტ ჯეიმს ფიშერი,

თუ არ ეწყინებოდათ მიიკოს და მეტიუს,

ცოლად მეყოლებოდა კლაუდია შიფერი!

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მიიკო ვატაი – რობერტ ფიშერის მეუღლე.

მეტიუ ვონი – კლაუდია შიფერის მეუღლე.

 

 

არეული დავთრები

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

ეს რა გიქნა, მოსკოვო,

ერთი ციცქნა კოსოვომ!

 

 

ცთუნებულნი და მიტოვებულნი

წიგნებისთვის: „წმაწურები და უწმაწურები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „კენტევრები და წყვილტავრები“

 

მოტყუებული

მოტყუებული.

 

 

კონვენციური ლექსის ახალი სიცოცხლე

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „წიგნები“

 

ყველას ერთი რომ ჰგონიხარ, რეალურად სამი ხარ,

მაღლით უცხო ზარი რეკავს, უცხო წვიმის ხმა არის,

საიდუმლო სერობა და საიდუმლო სამხარი...

იმ კამეჩის სქელი ტყავი, გრძელი კუდი ამ ხარის...

 

ლექსი ლექსზე, წიგნი წიგნზე – ძველ რითმათა სამარხი,

ლუკმა გახდა ყველაფერი მატლისა და მახრისა,

ყურს ახალი რითმა ატკბობს, ორლესულად სახმარი,

სმენად მხეცნი მოვიდიან ქვეყნის ოთხივ მხარისა.

 

ზოგჯერ მტკიცე ხამს დასტური, ზოგჯერ მტკიცე ხამს არა!

ღმერთო, ფრთები არ დამაჭრა, ღმერთო რქები არ მასხა!

რა მოელის შიშველ მახას? გინდა ჩაცმულ მახას რა?

მაღლით წვიმა მოდიოდა, დაასველა მასხარა...

 

 

უცნობი ჯარისკაცის ომისწინა მონოლოგი

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „აპილოტკორექტული ადრესები“

 

მალე უცნობი გახდება ჩემი სახელი და გვარი,

თეთრი ვარდები საფლავზე თვითონვე უნდა დავირგა,

დეკორაცია მეგონე, თოფო, რა ცუდ დროს გავარდი,

ჯერ მზად არ მქონდა საგზალი, ჯერ მზად არ იყო გვარდია!

 

 

მეშვიდე გაკვეთილი

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „ბაბილონის გონდოლა“

 

ავსტრია და გერმანია, ჩეხია და ვენგრია,

მოცარტი და ბეთჰოვენი, როსინი და ვაგნერი,

ვინ დიდი და ვინ პატარა, ვინ შინა და ვინ გარე,

რაც დო იყო ბავშვობაში, მგონი, გახდა გვიან რე!

 

 

მატროსის წერილი კაპიტნის თანაშემწეს

თენგიზ ფიფიას

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

რა ვქნა, ძმაო, ვერ მომხიბლა აემ რანგმა, აიმ ჩინმა,

შენ მოგმართავ, ვინც მათ გვერდით მეც ადგილი მიმიჩინა,

ადმირალი, კაპიტანი, ბოცმანი თუ მიჩმანია,

ყველა ჯურის მეზღვაური ჩემს კოლეგად მიმაჩნია!

 

 

სკოლის დამთავრების მე-5 წლისთავი

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

დაუყვება მოგონებებს ნოსტალგიის კანტები,

დღეს საღამოს სევდიანი გველოდება ბანკეტი.

 

 

გამოეჭვება

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „საკენკი“

 

ბოლოს ნელ-ნელა გამიჩნდა ნდობა,

თითქოს ყინულმა დაიწყო დნობა.

 

 

გეოგრაფიის გაკვეთილი თურქულ ქლაქ ბითლისში

წიგნებისთვის: „ქალები და ქალაქები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

თუ არა გაქვს იღბალი – კი იქნები ბითლისი,

თუ არა და, – ოლოლო! – დაგერქმევა თბილისი!

 

 

ავტორეცენზია

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „საკენკი“

 

გახლავარ ჟურნალი

არ ვაგლახ ჟანრული.

 

 

ფოკას მონასტრები ანუ კაიფი-25

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

 

ტბაში მკაცრი ანარეკლი, უჩვეულოდ საკაიფო,

დედათა და მამათა და ნინოსი და ფოკასია,

ცდილობ, სულის ხრიოკები აპალმო და აფიკუსო,

თუ რაიმე გამოგივა, ჩათვალე, რომ ფოკუსია!

 

 

მოულოდნელი შეხვედრა ბელა ახმადულინასთან

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „ქალები და ქალაქები“

 

თითქოს დალოცა ბერმა ელიტა,

ხიდზე გადადის მატარებელი,

გამყოლს აუწვა ბერეტი ალმა,

თავი თავისით მეტრიალება...

 

ბინდი ჩრდილების მტერია, ბელა!

 

 

წითელი კაბა

წიგნებისთვის: „რიმეიქები და რიპეირები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „ქალები და ქალაქები“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“

და სკამზე, როგორც ნანადირევი,

ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.

                                ოთარ ჭილაძე

 

ვერცხლისწყალი, შეხედე, 40 გრადუსს აშორდა,

ხვატმა მწვანე გაახმო, მდინარენი დააშრო...

არ თქვა ახლა სიცხეში ჩემი ვნებაც დაშრაო,

სკამზე კაბა რო მოჩანს, გამარჯვების დროშაა!

 

 

ყაყაჩო წყნეთის გზაზე

წიგნებისთვის: „რიმეიქები და რიპეირები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

ან გვალვას ემსხვერპლება, ან თოვლსა და ან წვიმას,

გაჭირდება გარჩევა წითლისა და მწვანისა,

ჯამ-ჯიხვებს რომ დაცლიან, წუთს ვინ მისცემს, წამს ვინა?!

დამსხვრევია ქილები წყნეთელ გოგოს მაწვნისა...

 

 

A quien le interese

წიგნებისთვის: „ბაბილონის გონდოლა“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „მოციმციმე არითმია“

 

სახლში ნუ მიგაქვს შექსპირული კორიანტელი, –

კენტი არ ხარ, ვერ გაიგე? – კენტი როლია!

ცხვირსაც ნუ ასწევ, თავის ქება კიტრია, ლეონ!

მიდი, უთხარი, მოგვიტანონ ორი ტეკილა!

 

 

To whom it may concern-23

წიგნებისთვის: „აპოლიტკორექტული ადრესები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „სუმბურები და კალამბურები“

 

მიგანქარდი, მოღალატევ!

გაღლეტილო ამღლეტავო!

 

 

კარიბული თავგადასავალი და ტანგადასავალი

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „წმაწურები და უწმაწურები“

 

ყორანი არ გათეთრდების, ყველამ იცის ზედმიწევნით,

ზეთით ვწმინდე, ქვებით ვხეხე, ქვეით ვხეხე, ზეით ვწმინდე,

დაღალული ბოლო ცდაზე ერთადერთი მიზნით წევედ:

რომ ის შავი შოკოლადი  გამეხეხა ზედმიწვენით.

 

 

დაბნეულობა დავირუსებული კომპიუტერის გამო

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „კომპლექსები“

 

ვერ გამიგია, საიდან გაჩნდა ეს უჩვეულო აპლიკაცია,

ვინ შემომიგდო რაღაცა უცხო exe-ფაილი?! ა, კლიპიცაა?!

გათიშულია ალბათ კასპერსკის აღვირიცა და ალიკაპიცა...

რაღაც აკლია ჩემს ანტივირუსს, ხოლო ამ კატრენს აკლია პიცა!!!

 

 

ლომისობა

წიგნებისთვის: „პაატაფიზიკური რეფ-ლექსები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“

 

შეფენილია ფერდობზე ხორი,

რომ რეკენ – ლომისის ზარება,

ღვინო და პური, სისხლი და ხორი,

საცაა გვეღირსება არება...

 

 

მ-ეტნა-კლებობა

წიგნებისთვის: „სელფები“, „(სი)ტყვია (სი)ტყვიაში“, „გველები და არაგველები“, „კენტევრები და წყვილტავრები“, „კომპლექსები“

 

ვიღას სჭირდება ნეტა

შენი საწყალი ლექსი,

როცა ბობოქრობს ეტნა

სოციალური ქსელი!

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE